სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შავღელეს საჯარო სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო აქტივობები მიეძღვნა
04-12-2024
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდაზეც ზრუნავენ. 

ახლახან, სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აქტივობები მიეძღვნა. მოსწავლეებმა თემატური დისკუსია გამართეს.

აქტივობების მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ცნობიერების ამაღლება გახლდათ. დისკუსიაზე განიხილეს, რომ ქალები სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი მთელ მსოფლიოში ხდებიან. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ეს პრობლემური საკითხია, რომელიც ხშირად დამალული რჩება. მათ, ასევე, პარარელი გაავლეს წარსულსა და აწყმოს შორის, მოძიებული ინტერნეტრესურსებით პრეზენტაცია გააკეთეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე სლაიდები წარადგინეს, რომლებზეც ძალადობის სახეები იყო დატანილი. გარდა ამისა, მათ ანიმაციებიც წარადგინეს. 

მოსწავლეებმა, ძალადობის აღმოფხვრის საქმეში, სახელმწიფოს როლსა და იმ ორგანიზაციებზე ისაუბრეს, რომლებიც ქალთა უფლებებს იცავს. ამასთან ერთად, გაიხსენეს ქართველი გმირი ქალები, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში დიდი როლი შეასრულეს. დასასრულს, ბექა მურვანიძემ ზურაბ კუხიანიძის ლექსი - „კაცი? კაცი ოხერია, თქმა იციან ქალებმა“ მხატვრულად წაიკითხა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება