სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა საინტერეო პროექტებით გააცილეს
29-11-2024
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებით თავგადასავალს ჰგავს. გარდა იმისა, რომ მოსწავლეები იღებენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, მათი შემოქმედებით ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა საინტერეო პროექტებით გააცილეს. 

დაწყებითი - მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეებმა, მასწავლებლების ხელმძღვანელობით, შექმნეს ულამაზესი საშემოდგომო ნამუშევრები და სკოლა ფერადი ფოთლების საოცარი კომპოზიციებით გააცოცხლეს. 

პროექტის - „შემოდგომის სიმფონია“ ფარგლებში, მოსწავლეები ეწვივნენ ზუგდიდის დადიანების სასახლეს და დაათვალიერეს დედოფლისეული სასახლე. შემდეგ კი, ნიკოსეულ სასახლეში დაესწრნენ საინტერესო პრეზენტაციას და ადგილზევე შექმნეს შემოქმედებითი პროდუქტი, რომელიც სკოლაში წამოიღეს.

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგების შემოქმედებითობა. 

„მინდა განსაკუთრებით მადლობა გადაუხადა დამრიგებლებს, მშობლებს, ბავშვებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სასკოლო პროექტებში. ჩვენ ერთი გუნდი ვართ“,- აღნიშნავს სკოლის დირექცია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება