| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნანა ჯიჯელავა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის პედაგოგია, რომელიც ერთგულად ემსახურება თავის საქმეს, ზრუნავს განათლებული თაობების აღზრდაზე და არა მხოლოდ მათ განათლებაზე, არამედ სწორი ღირებულებების გაღვივებაზე. მისი მოტივაციის მთავარი წყარო ბავშვები არიან.
იხილეთ ბლიც-ინტერვიუ პდაგოგ ნანა ჯიჯელავასთან:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ურთიერთთანამშრომლობაზე, პატივისცემაზე და სამართლიანობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- პატივისცემა, ნდობა, სიყვარული.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- მათი პიროვნული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე აღიზრდებიან ღირსეულ ადამიანებად.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ურთიერთპატივისცემას, თანამშრომლობას. თითოეული წევრის აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეების თვალებიდან წამოსული სითბო და სიყვარული.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ნოდარ დუმბაძის საბავშვო მოთხრობების წაკითხვას, დაწყებით კლასებში ვურჩევ ყველა მოსწავლეს.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ზეიმები განსაკუთრებით მახარებდა მოსწავლეობისას.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას