სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

როდის ირთვება ნაძვის ხეები სკოლებში - დირექტორები წინასაახალწლო სამზადისზე საუბრობენ
27-11-2024
-
+


ახალი წელი ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია, რომლისთვის მზადებაც წელს საქართველოში შეიძლება ითქვას ცოტა ნაადრევად, თუმცა უკვე დაიწყო. წინასადღესასწაულო ფუსფუსი შეინიშნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებშიც... სასკოლო საზოგადოება გაერთიანდა ერთი მიზნის გარშემო - ახალ წელს „ცოდნის ტაძარში“ ნამდვილი დღესასწაული მოეწყოს და წელი დიდი იმედებით, ამაღლებული განწყობით დაიწყონ. სკოლის დირექცია და პედაგოგები ერთად გეგმავენ ღონისძიებებს, რთავენ ნაძვის ხეს, ქმნიან თემატურ, ლამაზ დეკორაციებს...

საინტერესოა, რა ხდება საჯარო სკოლებში, დაიწყეს თუ არა უკვე ახალი წლისთვის მზადება და რა სახის ღონისძიებებს გეგმავენ - აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით etaloni-ge-სთან დირექტორებმა ისაუბრეს და აღმოჩნდა, მათი უმრავლესობა უკვე ჩართულია წინასაახალწლო სამზადისში.

ელზა ხებრელაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებს წინასაახალწლოდ ამაღლებული განწყობა აქვთ... ჩვენი სკოლა ძალიან დიდია, დაახლოებით 1400-მდე მოსწავლე გვყავს და სწორედ ამიტომ, მინდა, განსაკუთრებული ღონისძიება მოვაწყო. მთელ სკოლას ვერ მოიცავს ჩვენი ღონისძიება, მაგრამ პატარებისთვის კლასებში ჩავატარებთ. გამორჩეული ნომრები გვექნება, რომლებითაც დატვირთული იქნება ღონისძიება.

ასევე გვინდა, კარნავალი ჩავატაროთ. ნიღბებით, ლამაზი დეკორაციებით, სცენას ვაწყობთ ახლა, სადაც სპექტაკლებს დადგამენ მოსწავლეები. ჩვენს ბავშვებს სამსახიობო ნიჭი აქვთ და გვინდა, მისი წარმოჩენა შეძლონ. ასეთი ჩანაფიქრი გვაქვს, იმედია, განვახორციელებთ. ნაძვის ხეს კი 15 დეკემბრისთვის ავაწყობთ ბავშვებთან ერთად.

მადონა კოპალეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის, მიქელეფონის საჯარო სკოლის დირექტორი:

წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია სკოლაში. ჩვენი სკოლა საბაზოა. შესაბამისად, დაწყებითი კლასები ცალკე აკეთებენ ღონისძიებას და ცალკე საბაზო საფეხურის მოსწავლეები. ჯერჯერობით ნაძვის ხე არ მოგვირთავს, თუმცა მალე ავაწყობთ და ამაში, რა თქმა უნდა, მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას. 

სუსანა შოშიაშვილი, თბილისის N96 საჯარო სკოლის დირექტორი:

სამწუხაროდ, ადგილმონაცვლე სკოლა ვართ, ორ სკოლაში გვიწევს გაკვეთილების ჩატარება, თუმცა მიუხედავად ამისა, პატარებისთვის მაინც ვაპირებთ ღონისძიებების ჩატარებას, არა მასშტაბურს... ყველა კლასი განახორციელებს აქტივობას. „სეკრეტ სანტას“ თამაშობენ უფროსკლასელები, რაც მათ საახალწლო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს. ასევე კლასებში ბავშვები ნაძვის ხეს რთავენ. მოკლედ, დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან ახალი წლისთვის.

რიფსიმე არუთუნიანი, ახალციხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში უკვე წინასაახალწლო განწყობაა. ჩვენი მოსწავლეები ოთხ ენაზე: ქართულად, სომხურად, ინგლისურად და რუსულად ჩაატარებენ ღონისძიებას. ჩვენს სკოლაში საახალწლო ღონისძიებები ზოგადად ყოველთვის მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული - მუსიკალური და საინტერესო ნომრებით. ნაძვის ხე ჯერ არ მოგვირთავს, 22 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ვაპირებთ მის აწყობას, რაშიც მოსწავლეებიც, რა თქმა უნდა, მიიღებენ მონაწილეობას.

ნანი ჯიქია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, წყალწმინდის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

ჯერჯერობით, სკოლაში საახალწლო სამზადისი არ დაგვიწყია, მაგრამ აუცილებლად ვაპირებთ ღონისძიებების, აქტივობების ჩატარებას. საფეხურების მიხედვით იმართება ღონისძიებები. უფროსკლასელებისა და უმცროსკლასელების ღონისძიებები განსხვავებულია. ნაძვის ხის მორთვაში ყველა მონაწილეობს. ყველა კლასს აფორმებენ, დგამენ ნაძვის ხეებს. ერთი მთავარი ნაძვის ხე კი სკოლის სააქტო დარბაზში იდგმება. აღნიშნული აქტივობები ბავშვებს განწყობას და მოტივაციას უმაღლებს

ინგა ავალიანი, თბილისის N217 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჯერჯერობით საახალწლო სამზადისი არ დაგვიწყია, მაგრამ როგორც ყოველთვის, წელსაც, ახალ წელს ღონისძიებით შევხვდებით. ბავშვებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან საახალწლო სამზადისში, ნაძვის ხის მორთვაში მონაწილეობენ, საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან, სადაც შემოქმედებით შესაძლებლობებს ავლენენ. წინასაახალწლო განწყობა ყოველთვის იგრძნობა ჩვენს სკოლაში. 

რიზვან უსუფოვი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, იორმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

მალე დავიწყებთ ახალი წლისთვის მზადებას. საახალწლო ღონისძიებებს გეგმავენ კლასები, დამრიგებელთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა ტიპის აქტივობა ტარდება. სამწუხაროდ, ჩვენ სკოლაში დიდი დარბაზი არ გვაქვს. თუ კარგი ამინდი იქნება, ამ შემთხვევაში გვინდა, რომ ეზოში ჩავატაროთ ღონისძიება. თუმცა, უამინდობის შემთხვევაში ასე ვერ მოვიქცევით, რადგან არ გვაქვს დიდი სივრცე იმისთვის, რომ რაიმე სახის აქტივობა მოვაწყოთ.

ია ღლონტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში ყოველთვის იმართება საახალწლო ღონისძიებები. ახლაც, ნელ-ნელა ვიწყებთ უკვე მომზადებას. ბავშვები ყოველთვის დიდი ჟრიამულითა და ხალისით ერთვებიან აქტივობებში. სკოლაში ვდგამთ ულამაზეს ნაძვისხეს. მის აწყობაში, რა თქმა უნდა მონაწილეობას იღებენ მოსწავლეები. წელსაც გვინდა, რომ 1-ელი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით პატარა ღონისძიება ჩავატაროთ და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით კი მოვაწყოთ კარნავალი. აღსანიშნავია, რომ ხელოვნების გაკვეთილი ამ პერიოდში დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით. კლასში ეწყობა ნახატების გამოფენა, ეს იქნება მაკეტები თუ სხვა ნივთების დამზადება.

რუსუდან მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის, სორის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან ცოტა მოსწავლე გვყავს, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ საახალწლო ღონისძიებებში. წელსაც თითოეულ მათგანს აუცილებლად ჩავრთავთ სამზადისში. ღონისძიებების მეშვეობით მათ შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU-ში საჯარო ლექცია – „ხელოვნური ინტელექტი ფინანსურ ანგარიშგებასა და განათლებაში‘‘ გაიმართა

ელექტრონულ ჟურნალში მუშაობა დროებით შეიზღუდება - EMIS 

მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

ტერმინები, რომელიც ბაღის ხელმძღვანელებმა და აღმზრდელ-პედაგოგებმა უნდა იცოდნენ

საკითხები და მიმართულებები რომლებსაც საკოორდინაციო საბჭო განიხილავს 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე საინტერესოდ ისაუბრეს საბინადრო გარემოში მცხოვრებ ორგანიზმებზე

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის

საინტერესო

სოციალური ქსელების უსაფრთხო გამოყენება ბავშვის განვითარების ნაწილია 

განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და ტესტირების შედეგად გააანალიზეთ გახვედით თუ არა სასურველ შედეგზე

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“
სიახლეები
საზოგადოება