სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N133 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის კინოხელოვნების გაკვეთილი ნამდვილი დღესასწაულია
26-11-2024
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კინოხელოვნებით დაინტერესებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, ამ გზით კი მოსწავლეთა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, თვალსაწიერის გაფართოებას უწყობენ ხელს. 

სკოლაში არჩევით საგნად კინოხელოვნება ისწავლება. საგანი მოსწავლეებში დიდი ინტერესით სარგებლობს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მე-11 გ კლასში კინოხელოვნების გაკვეთილი მოსწავლეთათვის ერთი დიდი დღესასწაულია. ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი.

„ჯერ კიდევ არ გათენებული ნოემბრის სუსხიან დილით საოცარი სითბო ტრიალებს აქ მე-11 გ კლასში. (კინოხელოვნების გაკვეთილია და მაინც ასე სჯობს დაწყება რომანტიკულად)“, - გვიყვებიან სკოლაში. 

პედაგოგმა - მარიამ თოიძემ მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

„ვინც ეს ლამაზი, თბილი დილის განწყობა შექმნა და მოამზადა ეს მარი მასწავლებელია. ცოტაც მისი სიყვარულით, ცოტაც სამშობლოს და კუთხის სიყვარულით და ასე სიყვარულის მდინარემ გაათბო ჩვენი გულები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მასწავლებელს და მოსწავლეებს ასეთი დასამახსოვრებელი, საინტერესო გაკვეთილისთვის მადლობას უხდიან.

„მადლობა ამ საოცარ გულთბილ ბავშვებს და მარიამ თოიძეს, რომელმაც შეძლო და არჩევითი საგანი მართლა რჩეულად აქცია. მადლობა  ამ კლასის დამრიგებელს ქალბატონ ცირას, რომელმაც იცის, რომ სასკოლო კულტურის მშენებლობისთვის არ არსებობს მცირე წვლილი, უფრო სწორად მცირე წვლილიც დიდი წვლილია“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება