სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელთა მოგზაურობა ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრულ სამყაროში
21-11-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, მხატვრული ლიტერატურის კითხვას ახალისებენ და მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. 

ახლახან, სკოლაში პირველკლასელებისთვის, ცოდნის გაღრმავების მიზნით, გაიმართა შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიისა და ყველასათვის საყვარელი პერსონაჟის, პეპი გრძელიწინდას წარდგენა. 

აქტივობის ინიციატორები იყვნენ კლასის დამრიგებლები - ნინი კანტიძე და მარიამ ჭიტაძე.

გოგონები პეპის მსგავსი სამოსითა და აქსესუარებით იყვნენ მოკაზმულები. ბიჭებმა კი პროპელერი მოირგეს. უყურეს ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიულ ფილმს. პეპის სიმღერა კი გოგონებმა შეასრულეს. შემდეგ კი ბავშვები კექსითა  და ორცხობილებით მოკაზმულ სუფრას მიუსხდნენ  და ჩაისთან ერთად დააგემოვნეს, თან  მულტიპლიკაციური ფილმის მცირე ნაწყვეტს ადევნებდნენ თვალს. პეპიტოსავით მორწყეს ყვავილები და სასიამოვნოდ გაატარეს დრო.

ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიული ვიდეოს ყურებით ბავშვები გაეცნენ მწერლის ისტორიასა და შემოქმედებას.

მსგავსი აქტივობები ეფექტურია მოზარდებში, რაც აძლიერებს წიგნის კითხვის ინტერესსა და მოტივაციას.  

მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს  ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიის ცოდნა და უკეთ გაიცნეს პეპის პერსონაჟი.

აქტივობაში ნათლად გამოიკვეთა გართობა და შემოქმედებითობა: მუსიკალურ აქტივობასა და ყვავილების მოეწყვას ბავშვები დიდი სიამოვნებითა და ხალისით შეუერთდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება