სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო ღონისძიებათა სერია  დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში
18-11-2024
-
+


მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა, რომელიც მრავალფეროვან აქტივობებით იყო დატვირთული.

კვირეული „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!“ ნახატებისა და კედლის გაზეთის გამოფენით გაიხსნა. მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობით წარმოაჩინეს შემოქმედებითი უნარები, ცოდნა.

შემდგომ კი სკოლაში, ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „გზა ხსნისა...“, სადაც დამსწრე საზოგადოება საინტერესო ინფორმაციები მიიღო.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

კვირეულის ფარგლებში ასევე, სკოლაში ჩატარდა ლიტერატურული კომპოზიცია „დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია...“

კომპოზიცია ძალიან ემოციური და შემოქმედებითი სახის იყო, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სასკოლო საზოგადოებისთვის აგრეთვე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით გამართული თეატრალური წარმოდგენები. 

მოსწავლეთათვის აქტივობა - „წერილებისა და ლექსების სამყარო“ ძალიან სახალისო და საინტერესო გამოვიდა. ბავშვებმა ილია ჭავჭავაძის მოთხრობის - „სარჩობელაზედ“ შესწავლის შემდეგ წერილი მისწერეს პერსონაჟს. მათ წაიკითხეს მწერლის ლექსები „დამაკვირდი“.

ბოლო კი კვირეულის ფარგლებში გაიმართა ექსკურსია-გაკვეთილი: „წიწამურიდან საგურამომდე“. მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მუზეუმიდან ისინი შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ უკან. 

აღნიშნული კვირეულის მომზადებაში მონაწილეობდნენ: ნ.კოჭლამაზაშვილი, თ.არდაზიშვილი, ე.უშიკიშვილი, თ.გორგაძე, ლ.ლევერაშვილი, ჯ.მოსახლიშვილი, ქ.მოსახლიშვილი, ნ.შეყელაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება