სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერეა მომავალი თაობის სწორად აღზრდა და მოსწავლეთა კარგი შედეგები“ - რუსუდან კაკალაძე, აჭის საჯარო სკოლის დირექტორი  
08-11-2024
-
+


რუსუდან კაკალაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც დიდი სიყვარულით ზრდის განათლებულ და წიგნიერ თაობებს. მისთვის მთავარი მოტივაცია მოსწავლეთა მოციმციმე თვალებია - სწორედ ასეთი შემართებით ემსახურება ყველაზე ღირებულ საქმეს და ზრუნავს ქვეყნის განათლებულ მომავალზე. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ისეთ სასკოლო გარემოს, რომელშიც მოსწავლე თავს გრძნობს ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხოდ და ახერხებს შემდეგი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამოვლენა განვითარებას: კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ასევე კომუნიკაბელობას თანამშრომლობა და ასე შემდეგ.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- როდესაც საბაზო სკოლიდან  გადადიან საშუალო სკოლაში ისინი ამჟღავნებენ ჩემს მიერ ნასწავლი საგნის კარგ ცოდნას იქცევიან წესიერად თავაზიანად, ამით ისინი ავტორიტეტს უქმნიან, როგორც ჩემს სკოლას ასევე ჩემს საქმიანობასაც.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- მომავალი თაობის სწორად აღზრდას, სკოლადამთავრებულ მოსწავლეთა კარგ შედეგს, ავტორიზაციის წარმატებით გავლას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა... 

- ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილის მაღალი  დონე და მოსწავლეთა აქტიური ჩართვა გაკვეთილზე, განვლილი მასალის მტკიცე ცოდნა. ჩემი მოსწავლეების მოციმციმე თვალები.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი“. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- საახალწლო ღონისძიება და კიდევ ღონისძიება, რომელშიც მე წამყვანის როლს ვასრულებდი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება