| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტებით სწავლასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.
ამჯერად, საგანის - „მე და საზოგადოება“, მასწავლებელმა ნინო ჭანტურიამ მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებთან ერთად იმუშავა პროექტზე, რომლის თემა - „ოჯახური ტრადიცია“, გახლდათ.
აღნიშნული სოციალური პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები გამოიკითხა და შემუშავდა კითხვარი, რომელიც მოიცავს - ოჯახის წევრების მიერ დამკვიდრებულ ტრადიციებს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართულნი პროექტის თითოეულ ეტაპში.
პროექტის ბოლო ეტაპზე კი მასწავლებელმა მოსწავლეებს მოუმზადა პრეზენტაცია - შემაჯამებელი გაკვეთილი. პროექტორის დახმარებით აჩვენა ვიდეორგოლი და მიაწოდა ინფორმაცია, თავისი ფოტოებით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო ინტერკულტურული განათლების ამაღლებას, მოსწავლეთა შორის ემპათიას, რადგან ამით მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება-ჩამოყალიბება ხდება და იგი ასევე საინტერესო, სახალისო და ინოვაციური სწავლების სტილია.
სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგს საინტერესო და შემეცნებითი აქტივობისთვის და მის მოსწავლეებთან ერთად მომავალ წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას