სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის რეგიონალურ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს 
30-10-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრებაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, მათ მაგიდის ჩოგბურთის რეგიონალური ტურნირში იასპარეზეს წარმატებით.

პირველი ღია რეგიონალური ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, წალკის სასპორტო სკოლის ორგანიზებით და სპორტულ კლუბ „მთიელის“  მხარდაჭერით ჩატარდა.

აღნიშნულ ტურნირში საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები გაინაწილეს. 

ნინი ბოლქვაძემ I ადგილი დაიკავა, გეგა შავაძემ, გიგა შავაძემ და სალომე ვაშაყმაძემ II ადგილი დაიკავეს, ზურა კახაძემ კი III ადგილის მოპოვება შეძლო. 

მოსწავლეთა მასწავლებელი გელა ბოლქვაძე გახლავთ.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება