სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის უფლებამოსილებები ცნობილია
06-11-2024
-
+


ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის სამმართველოs უფლებამოსილებების სესახებ ინფორმაციას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულებაში ვკითხულობთ. 

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის უფლებამოსილებებს განეკუთვნება: 

ა) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გაწევა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  განსაზღვრა/იდენტიფიკაცია, განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევა და საგანმანათლებლო  პროცესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; 

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისთვის, ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისთვის და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

გ) ცენტრის უფლებამოსილების ფარგლებში მანდატურთათვის/უფლებამოსილი პირებისთვის, ფსიქოსოციალური მომსახურების სპეციალისტებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის, მასწავლებლებისთვის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის, მოსწავლეებისათვის, მათი მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის ინკლუზიურ და სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საგანმანათლებლო ტრენინგების და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარება;

დ) საჯარო სკოლების მიერ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული სპეციალისტების შერჩევის პროცესში მონაწილეობა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, პროფესიული ზედამხედველობის გაწევა საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის პროცესზე;

ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ფსიქოსოციალური მომსახურების სპეციალისტებისთვის კონსულტაციის გაწევა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან დაკავშირებული მომსახურების უზრუნველყოფის საკითხებზე;

ზ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიმართულებით მეთოდოლოგიური რესურსის, ტრენინგ-მოდულებისა და კონცეფციების შემუშავება;

თ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ან/და საჯარო სკოლებში დასაქმებული, ინკლუზიურ და სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული სპეციალისტებისთვის პროფესიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ი) სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისი დამუშავება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

კ) ჯამური – კვარტალური, წლიური ანალიზის და ანგარიშების წარმოება და ამ მიზნით სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა;

ლ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან.“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება