სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახელმძღვანელოზე კონკურსის შესაძლო გაუქმების გამო ავტორმა წიგნზე მუშაობა შეაჩერა - etaloni.ge დიმიტრი შველიძეს დაუკავშირდა
23-09-2024
-
+


სოციალურ ქსელში დიმიტრი შველიძე საუბრობს, რომ შეაჩერა მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოზე მუშაობა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, „ისტორიის სახელმძღვანელოებზე აქამდე მიმდინარე კონკურსების შესაძლო გაუქმებისა და ერთი, მონოსახელმძღვანელოს პრინციპის შემოღების შესახებ“.

„XII კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ - მეგობრებო, მოკლედ განვმარტავ ჩემს პოზიციას.

მე-12 კლასის ე. წ. „სასწავლო რესურსზე“, რაშიც იგულისხმება მარტივად გამოსათქმელი სასწავლო საგანი: „საქართველოს XX-XXI საუკუნეების ისტორია” - მუშაობა დავიწყე მიმდინარე წლის ზაფხულში, ივნის-ივლისში;

როგორც განათლების სამინისტროში აგვიხსნეს, უნდა მომზადებულიყო - დროებითი სახელმძღვანელო ანუ როგორც უწოდებენ - „სასწავლო“ რესურსი“. მე-12 კლასისათვის, საქართველოს ისტორიაში.

„სასწავლო რესურსი“ მოიცავს სამ თემას და შესაბამის პერიოდს:

1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა; 2. საქართველო საბჭოთა კავშირში; 3. საქართველო და თანამედროვე მსოფლიო.

როგორი ვითარებაა დღეისათვის.

დღემდე მე მოვამზადე „რესურსის“ პირველი ნაწილის ტექსტი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“, რომელიც სამინისტროს წარმომადგენელთა აზრით, უნდა ისწავლებოდეს - წელს, პირველ სემესტრში.

ამ ეტაპზე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებაში არსებობს სამართლიანი ეჭვი და პროტესტი, ისტორიის სახელმძღვანელოებზე აქამდე მიმდინარე კონკურსების შესაძლო გაუქმებისა და ერთი, მონოსახელმძღვანელოს პრინციპის შემოღების შესახებ.

ამგვარი შესაძლებლობის შესახებ იყო საუბარი ბ-ნ გიორგი ჯავახიშვილის მიერ გავრცელებულ ფბ განცხადებაში, რომელსაც მოჰყვა ფართო გამოხმაურება.

იმის გამო, რომ შესაძლოა მართლაც არსებობდეს ამგვარი შესაძლებლობა, ვაჩერებ სახელმძღვანელოზე შემდგომ მუშაობას (დროებით ან საერთოდ), იმ დრომდე, სანამ არ გამოიკვეთება ნათელი სურათი - გაგრძელდება თუ არა - სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსები.

ამავდროულად, დასაშვებად მიმაჩნია, რომ გამოყენებული იქნას ჩემს მიერ დაწერილი, საქართველოს ისტორიის პირველი თემის ტექსტი: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“, რათა მეტ-ნაკლებად ნორმალურად გაგრძელდეს სასწავლო პროცესი, 2024 წლის ბოლომდე, პირველი სემესტრის განმავლობაში, რათა არ დაზარალდნენ მე-12 კლასის მოსწავლეები.

არის კიდევ ერთი საკითხი. „სასწავლო რესურსი“ ითვალისწინებს მესამე დიდ თემას, რომელსაც როგორც აღვნიშნეთ, ეწოდება „საქართველო და თანამედროვე მსოფლიო“. მასში მითითებულია მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხი: „1990 წლის არჩევნები საქართველოში; დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს“.

მე წინადადება მივეცი სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ - სასწავლო პერიოდი განივრცოს და სრულად მოიცვას 1990-2010-იანი წლები. ამ წინადადებაზე მივიღე სიტყვიერი თანხმობა.

თუ ვინმე დაინტერესდება, თუ რა არის ჩემი საყრდენი კონცეპტუალური ხედვა, საქართველოს თანამედროვე ისტორიის საკვანძო საკითხების შესახებ, შეუძლია გადაათვალიეროს ჩემს მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელო, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის: „საქართველოს უახლესი ისტორია (1917-2012)“. „მერიდიანი“. 2021.

დავასკვნი: ჩემს მიერ ან ჩემი მონაწილეობით მომავალში შექმნილი სახელმძღვანელო, ყველა შემთხვევაში, იქნება ერთ-ერთი და არა - ერთადერთი“, - წერს ბატონი დიმიტრი, რომელსაც დეტალების დასაზუსტებლად etaloni.ge დაუკავშირდა.

როგორც ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სამინისტროს პასუხს ელის, თუმცა სახელმძღვანელოზე მუშაობის შეწყვეტა დაგვიდასტურა:

„გიდასტურებთ, ისტორიის სახელმძღვანელოზე მუშაობა შევწყვიტე... ჯერჯერობით ველი პასუხს სამინისტროსგან, ვნახოთ, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა“, - განაცხადა etaloni.ge-სთან საუბრისას დიმიტრი შველიძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება