სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი გრანდიოზული ღონისძიებით დაიწყო
20-09-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი იყო პირველი კლასის მოსწავლეებისთვის.

ღონისძიების მსვლელობისას სკოლის დირექტორმა - თამარ ივარდავამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, ისაუბრა გასული წლის მიღწევებზე. მან მოსწავლეებს და მშობლებს შემდგომი სასწავლო წლისთვის დასახული მიზნები გააცნო.

პირველკლასელებმა დამრიგებელთან ერთად სიმბოლურად გაიარეს წითელ ხალიჩაზე, რამაც მათი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

აღსანიშნავია, რომ სკოლის მუსიკალური გუნდი „ირისე“ ხელმძღვანელ თინათინ ლაგვილავასთან ერთად სხვადასხვა ხალხური სიმღერებით ალამაზებდა ღონისძიებას. ზეიმზე, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ღონისძიების ბოლოს გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა სახელმწიფო დროშა. შემდგომ დაირეკა 2024-2025 სასწავლო პირველი ზარი.

ეს დღე ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი გამოვიდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება