| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილაოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
16 სექტემბერი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, მათთვის ხომ პირველი ზარი დაირეკა. პატარები კომპიუტერებითა და „დედა ენით“ დასაჩუქრდნენ, პედაგოგებმა კი მათ საზეიმო მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს და სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დიდი სიყვარულით დაულოცეს.
მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორმა - ირმა ადამიამ და პატარებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობა მიულოცა, პედაგოგებს კი პირველი სასწავლო დღის გალამაზებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ნახურცილაოს სკოლა 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს პირველკლასელებს და უდიდეს მადლობას უხდის დამრიგებელს ქალბატონ ნარგიზა ჯგერენაიას, ინგლისური ენის მასწავლებელს - ქეთი ნოზაძეს ბავშვებისთვის ასეთი ფერადი გარემოს დახვედრებისთვის“, - ვკითხულობთ სკოლის დირექტორის წერილში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ცნობილია, რომელი საგნის გამოცდაზე გადის ყველაზე მეტი მასწავლებელი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას