| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზურაბ გურჩიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულმა მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ჟრიამულით შეაღეს, მათ ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე კი დირექტორმა - ქეთევან გურჩიანმა და პედაგოგებმა იზრუნეს და მონატრებულ მოსწავლეებს დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ.
საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეები სკოლაში დიდი სიხარულითა და სიყვარულით მიიღეს, სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს.
„გილოცავთ! ახალი სასწავლო წელი დაიწყო! განსაკუთრებულად ვულოცავთ პირველკლასელებს, პირველად რომ შემოაბიჯეს სკოლის კედლებში და ახალი სამყაროს შემეცნება დაიწყეს მზიანი გულებითა და ციმციმა თვალებით! წარმატებული და ბედნიერი გაგვეზარდეთ!“,- მიმართა სკოლის დირექტორმა ქეთევან გურჩიანმა მოსწავლეებს და ცოდნის ტაძარში საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს შეჰპირდა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს