სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ცოდნის ზეიმი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში
18-09-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ზარ-ზეიმით განახლდა. 

16 სექტებერს სკოლაში ცოდნის ზეიმი გაიმართა.

სასკოლო საზოგადოებას - ულამაზეს, უფერადეს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სწავლის დაწყება სკოლის დირექტორმა, ლიანა ბოლქვაძემ მიულოცა.   

„გილოცავთ ყველას: მოსწავლეს, მასწავლებელს თუ სტუდენტს, პირველკლასელს, პირველკურსელს, მეთორმეტეკლასელს, მშობელს...

ყველას, ვისთვისაც განათლება უმნიშვნელოვანესია.

ვისთვისაც სკოლა უპირველესად, წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის შენების მთავარ საძირკველს“, - დიდი სიყვარულით მიმართა დირექტორმა სკოლის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას. 

ლექსები წაიკითხეს ყველაზე ბედნიერმა, პირველკლასელებმა. დირექციამ და პედაგოგებმა ყველაზე პატარები დიდი სიყვარულით მიიიღეს და სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დაულოცეს. 

ლექსები მხატვრულად წაიკითხეს სხვა კლასის მოსწავლეებმაც. 

დირექტორმა მიღწეული  სპორტული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა სპორტის მასწავლებელს - გია ბოლქვაძეს და სიგელებით დააჯილდოვა წარმატებული მოსწავლეები.

განახლების საჯარო სკოლაში სკოლაში სასწავლო წელს ახალი მიზნებითა და დიადი გეგმებით ხვდებიან, მთელი საქართველოს მოსწავლე-მასწავლებლებს კი წარმატებულ წელს უსურვებენ.

„საქართველოს ყველა, საჯარო თუ კერძო სკოლის წარმომადგენელს, წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება