სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თორიის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა 
17-09-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში ახალი 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

სკოლის ეზოში სოფლის მოსახლეობა, მოსწავლეები და პედაგოგები შეიკრიბნენ. საქართველოს ჰიმნის ფონზე დაიწყო ღონისძიება, რომელიც გახსნა სკოლის დირექტორმა - სერგეი პეტროსიანმა. მან დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება. იქ მყოფ თითოეულ ადამიანს ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა როგორც სწავლაში, ასევე ცხოვრებაში.

წახალისების მიზნით, დირექტორმა ყველა წარჩინებულ მოსწავლეს სიგელი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ წელს თორიის სკოლას 6 პირველკლასელი ჰყავს. მათთვის სკოლაში პირველი ზარი დაირეკა. ბავშვებმა პედაგოგების ხელმძღვანელობით პატარა ღონისძიება მოამზადეს. პატარებმა წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს. სკოლის დირექტორმა კი საზეიმო ვითარებაში მათ კომპიუტერები გადასცა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-12 კლასელებიც. მათ თავიანთი მოხსენებებში მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექციას, პედაგოგებს და შეჰპირდნენ, რომ ბოლო წელს წარჩინებით დაასრულებენ.

სასკოლო საზოგადოება ყველას ულოცავს ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება