სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი ობჩის საჯარო სკოლამ სრული ავტორიზაცია გაიარა
06-09-2024
-
+


ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის კომისიის 2024 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით, პირველი ობჩის საჯარო სკოლამ გაიარა სრული ავტორიზაცია მონიტორინგის გარეშე.

სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს. 

„პირველი ობჩის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება როგორც ყოველთვის დღესაც ამაყია... მაღალი პასუხისმგებლობით, დაუღალავი შრომით და ერთმანეთის გვერდით  დგომით  წარმატებით დასრულდა  ხანგრძლივი, რთული და საინტერესო პროცესი. პირველი ობჩის საჯარო სკოლას ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ავტორიზაცია, მონიტორინგის გარეშე. ეს ყველა ჩვენგანის - პედაგოგების, მოსწავლეების, მშობლების, სკოლის ტექნიკური პერსონალის და დირექციის საერთო გამარჯვებაა. 

გილოცავთ ყველას სკოლის წარმატებას და დამსახურებულ სრულ ავტორიზაციას ... “,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება