სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ლილე სვანაძემ ჭადრაკში, ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
02-09-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლის - ლილე სვანაძის ბრწყინვალე წარმატებას აღნიშნავენ.

ლილე სვანაძემ ჩეხეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ჭადრაკში წარმატებით იასპარეზა. 

ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 47 ევროპული ქვეყნის 1231 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ასპარეზობა 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U08; U10; U12; U14; U16; U18 ჩატარდა როგორც გოგონათა, ასევე ჭაბუკთა შორის.

ევროპის ჩემპიონატზე 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მთელი ტურნირი ლიდერობდა ლილე სვანაძე. VII-VIII ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, მან შეძლო ბოლო ტურში გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. 

მოსწავლის წარმატება სკოლაში განსაკუთრებულად ახარებთ და მას ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ ლილეს წარმატებებით და დარწმუნებული ვართ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს მისი წინსვლითა და არაერთი გამარჯვებით!“,-აღნიშნავენ სკოლაში და ლილე სვანაძეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება