სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, პიროვნება

შარშან ეროვნულებზე ჩაჭრილი აბიტურიენტი წელს 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა - გაიცანით ლაშა მალაზონია
03-09-2024
-
+


„ხშირად წარუმატებლობა ხდება უფრო დიდი წარმატების საფუძველი, ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა, ერთი წლის დაკარგვა უკეთესი აღმოჩნდა, რომ წელს მაქსიმალური შედეგი დამედო“, - გვეუბნება ლაშა მალაზონია, აბიტურიენტი, რომელიც მიზანდასახულობით ყველასთვის სტიმულის მიმცემი გახდება - ბიჭი, რომელმაც „მარცხი“ გამარჯვებად აქცია. ლაშამ, სკოლა 2023 წელს დაასრულა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც გავიდა, თუმცა მათემატიკის გამოცდაში ჩაიჭრა, შესაბამისად უმაღლესშიც ვერ ჩაირიცხა... იმედგაცრუება ნამდვილად დიდი იყო, თუმცა როგორც თავად გვეუბნება არ დანებდა და წელს თავისი შედგებით ამაყობს - უმაღლესი ქულები მიიღო და სასურველ უნივერსიტეტში, არჩეულ ფაკულტეტზე 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

ლაშა მალაზონია  Etaloni.ge-ს გამოცდილებას უზიარებს და იმ აბიტურიენტებსაც მიმართავს, რომლებიც წელს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ჩაირიცხნენ. 

„შარშან მათემატიკას ვაბარებდი, თუმცა ჩემი ურთიერთობა მათემატიკასთან არასდროს ყოფილა სახარბიელო, არასდროს მიყვარდა ეს საგანი, თუმცა არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ჩემი საოცნებო პროფესიები იყო, რასაც მათემატიკის ჩაბარება სჭირდებოდა. პატარაობიდან მიყვარდა ჩემი გემოვნებით ოთახების მოწყობა და დალაგება, ფერების შერჩევა და შეხამება - ვიფიქრე: მოდი ვცდი და რაც მიყვარს იმისთვის ვიბრძოლებ-მეთქი... მოვიდა მათემატიკის გამოცდის დღე, შექანებული შევედი სექტორში, როგორც კი პირველი კითხვა ვნახე, თითქოს გულში რაღაც დაინგრა, პირველივე დავალება ისეთი რთული აღმოჩნდა საერთოდ, რომ არ ველოდი, მაგრამ  ვამშვიდებდი თავს: „კარგი, არაუშავს, უნდა გაგრძელო წერა“ - გამოცდიდან ფერდაკარგული გამოვედი. პასუხების მოლოდინიც დიდი დრამა იყო ჩემთვის, ქართულსა და ინგლისურში შარშანაც საკმაოდ მაღალი შეფასებები მქონდა. როცა მათემატიკის შედეგები გამოქვეყნდა, ძალიან არ მინდოდა შესვლა და ჩემი ნეგატიური მოლოდინები გამართლდა, 9 ქულა ავიღე, რაც ზღვარის გადალახვისთვის საკმარისი არ იყო. 

წელს არჩევანი შევცვალე, გეოგრაფია ჩავაბარე, ტურიზმის მიმართულება ავირჩიე, ეს სფერო ყოველთვის საინტერესო იყო ჩემთვის და ალბათ სწორედ გეოგრაფიის სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ არჩევანის გაკეთება. მახსოვს დედას სულ ვთხოვდი რუკების ყიდვას, მაინტერესებს ქვეყნები, დედაქალაქები, ხალხი, ეთნოსები, ერები და მათი კულტურა - სწორედ ამან გაამყარა ჩემი მეორე პროფესიული არჩევანი“, - გვეუბნება ლაშა მალაზონია.

ჩვენი რესპოდენტი იმ აბიტურიენტებს მიმართავს, რომლებსაც წელს არ გაუმართლათ და სტუდენტები ვერ გახდნენ:

„ხშირად წარუმატებლობა ხდება უფრო დიდი წარმატების საფუძველი, ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა, ერთი წლის დაკარგვა უკეთესი აღმოჩნდა... წელს მაქსიმალური შედეგი ვაჩვენე. ამიტომ მათ, ვინც წელს ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი საოცარი ქმნილებაა, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს - როცა ადამიანი გაიაზრებს, რომ არდანებებით წარმატების მიღწევა შესაძლებელია, ის არ დაყრის ფარხმალს და თავს არ მიცემს საშუალებას ხელი ჩაიქნიოს“. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება