| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლის - გიორგი ხუტუაშვილის წარმატებას აღნიშნავენ.
მოსწავლემ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში „გრან-პრი“ მოიპოვა.
საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში - „სულიკო“, რომელიც ჩეხეთში, ქალაქ კრალოვი-ვარში გაიმართა, ქალაქ თელავიდან, სტუდია N-voice-ის” წევრი 5 ახალგაზრდა მუსიკოსი მონაწილეობდა
აღსანიშნავია რომ, გიორგიმ ჯერ ქალაქ თბილისში ჩატარებულ რესპუბლიკურ ფესტივალზე „მხიარული ნოტები“ გაიმარჯვა და საფუძველი დაედო მის ჩეხეთში გამგზავრებას და საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას.
სამშობლოში დაბრუნებულებისთის კი მიღება გამართა თელავის მერმა ბატონმა ლევან ანდრიაშვილმა და მერის მოადგილემ ქალბატონმა ფიქრია ყუშიტაშვილმა, მათ ღირსეული წარმატება მიულოცეს და დიპლომები გადასცეს კონკურსის მონაწილეებს.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„სკოლა ულოცავს ამ დიდ წარმატებას გიორგის და კონკურსში მონაწილე საესტრადო სტუდია N- voice- ს წევრებს, მათ ხელმძღვანელს ქალბატონ ნაზი ჩიდრაშვილს, მონაწილეებმა ამ კონკურსში ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს, ისინი „გრან-პრის” და პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ, მათ ამ საერთაშორისო კონკურსზე ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ღირსეულად ააჟღერეს და თავმომწონედ ააფრიალეს საქართველოს დროშა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი