სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის წარმატება ნიშნავს ისეთი მომავალი თაობის აღზრდას, რომელიც იქნება გამსჭვალული პატრიოტული სულისკვეთებით“- მაყვალა ჩხაიძე, გომის სკოლის დირექტორი
26-07-2024
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა ჩხაიძე ქვეყანას ღირსეულ, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალულ თაობას უზრდის. აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ სიყვარული, ვასწავლოთ დამოუკიდებლობა, საკუთარის და ასევე სხვისი აზრისა და სურვილის პატივისცემა. იმისთვის კი რომ მოსწავლეებს ლამაზი და ჯანსაღი მომავლისაკენ გზა გაუკაფოს ძალ-ღონეს არ იშურებს და საკუთარ საქმეს დიდი სიყვარულით ემსახურება. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს გომის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა ჩხაიძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- ისეთი მომავალი თაობის აღზრდას, რომელიც იქნება გამსჭვალული პატრიოტული სულისკვეთებით, კეთილსინდისიერად და პროფესიული თვალსაზრისით უმაღლეს დონეზე ემსახურება თავის სამშობლოს. ასევე ორიენტირებული იქნება ქვეყნის სახელი გაიტანოს მის ფარგლებს გარეთ.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ვიყო მუდამ სამართლიანი, ობიექტური და ჰუმანური. 

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- მობილიზდნენ საკუთარ თავში პროფესიის არჩევისას და უპირატესობა მიანიჭონ იმ პროფესიას, რომლის მიმართაც ექნებათ გამოხატული სიყვარული და ამ საქმისადმი იქნებიან მიდრეკილნი.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- ვაჩვენოთ სიყვარული, ვასწავლოთ დამოუკიდებლობა, საკუთარის და ასევე სხვისი აზრისა და სურვილის პატივისცემა. 

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- გზას უკაფავდე ლამაზი და ჯანსაღი მომავლისაკენ. მოსწავლე მასწავლებლისთვის უნდა იგივდებოდეს შვილთან, ყველაზე ფაქიზ და სათუთ არსებასთან, რომელსაც რასაც შთავაგონებთ ორმაგად დაგვიბრუნებს. 

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- არის საბავშვო ბიბლია, რომელიც გათვლილია ყველა კლასის მოსწავლეზე და მარტივად შეძლებენ გაიაზრონ მისი არსი, მნიშვნელობა, ღვთის მადლი და სიყვარული. ასევე, ვურჩევდი წაეკითხათ ნოდარ დუმბაძის მოთხრობები და ნაწარმოებები.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- გამემართლებინოს ყველა იმ ადამიანის იმედი, რომელსაც სჯერა, რომ ჩემს მიერ მართული სკოლა ივლის ყოველდღიური განვითარების გზით, რისთვისაც მზად ვარ ყოველგვარი ღონე ვიხმარო. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება