| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, იძიებენ ახალ ცოდნას, იკვლევენ და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
ბენარის საჯარო სკოლის V კლასში 2023-2024 სასწავლო წელს განხორციელდა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.
საკვლევი თემა იყო - მათემატიკის სწავლის მოტივაცია და მასზე მოქმედი ფაქტორები, კვლევის ხელმძღვანელი გახლავთ მათემატიკის პედაგოგი მაკა მერაბიშვილი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურების ხელშეწყობა, რადგან სკოლის პერიოდში ბავშვებში სწავლის მაღალი მოტივაცია წარმატების ძირითადი ფაქტორია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ მოსწავლე რამდენადაა ჩართული სასწავლო პროცესში და რა შედეგებს აღწევს.
კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია.
კვლევის დასრულების შემდგომ პედაგოგმა, მაკა მერაბიშვილმა პრეზენტაციის სახით წარუდგინა კოლეგებს კვლევის მიზნები, გამოკვეთილი პრობლემები და ამ პრობლემების დაძლევის მიზნით განხორციელებული ინტერვენციები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
სკოლა „ანაბასისის“ ოთხფეხა მეგობრებისთვის, დასუფთავების სამსახურის დახმარებით, სახლი განთავსდა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას