| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა გაბუნია მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე პიროვნებაა. „რასაც შეეჭიდები და გააკეთებ, ისე უნდა გააკეთო წუნი ვერავის აუღოს“ - გახლავთ დარიგება, რომლითაც ხელმძღვანელობს. მოსწავლეთა სიყვარული კი აძლევს მოტივაციას აკეთოს საკუთარი საქმე საუკეთესოდ.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ილემის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა გაბუნია პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის თავდაუზოგავ და მუხლჩაუხრელ შრომას.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- რასაც შეეჭიდები და გააკეთებ, ისე უნდა გააკეთო წუნი ვერავის აუღოს.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- მაქსიმალურად გამოიყენონ დრო, ისწავლონ, რომ იყვნენ წარმატებული, პროფესიონალი კადრები შრომის ბაზარზე.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- პასუხისმგებლობის გრძნობა, განათლება და მოტივაცია.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს მოტივაციას, რომელიც გაძლევს ძალას იყო შენივე თავის უკეთესი ვერსია.
- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- ნებისმიერი წიგნი რაღაც ახალს გვასწავლის, თუნდაც მრავალჯერ გადაკითხული გვქონდეს, მაინც აღმოვაჩენთ რაიმე სიახლეს. რჩევით რაც შეიძლება მეტ კითხვას ვურჩევდი ასაკის შესაბამისად. ზაფხულში რაიმე უფრო მსუბუქი, სათავგადასავლო მოთხრობების, რომანების კითხვას ვურჩევდი პუბერტატის ასაკის ახალგაზრდებს.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- უფლის წყალობას და ჯანმრთელი, განათლებული ახალგაზრდების სიმრავლეს ერთიან დამოუკიდებელ საქართველოში.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას