სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების გუნდურობა, ურთიერთთანამშრომლობა სკოლის წარმატების საწინდარია“-დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ობოლაძე-ცაგარეიშვილი
12-07-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლას დირექტორი მედეა ობოლაძე-ცაგარეიშვილი წარმატებით უძღვება. მოსწავლე-მასწავლებლებისთვის სკოლაში ურთიერთთანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს უზრუნველყოფს და აღნიშნავს, რომ სასკოლო საზოგადოების გუნდურობა სკოლის წარმატების საწინდარია. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ობოლაძე-ცაგარეიშვილი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს... 

- მოსწავლის, მასწავლებლის და საერთოდ სასკოლო საზოგადოების წარმატებას. გუნდურობა, ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა სკოლის წარმატების საწინდარია.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

„აკეთე სიკეთე, იცხოვრე სიყვარულით“, ჩემი მშობლების ეს დარიგება ყოველთვის თან მდევს და ვცდილობ, ჩემ მოსწავლეებთან და თანამშრომლებთან ეს დარიგება ყოველთვის გამოვიყენო.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...   

- შეინარჩუნეთ სიმშვიდე, გაიხსენეთ და გაანალიზეთ მიღებული ცოდნა და საკუთარ თავს უთხარით: მე ყველაფერს შევძლებ!

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- უფრო მეტი მოთხოვონ საკუთარ თავს, იყვნენ მიზანდასახულები და ყოველ ახალ გამოწვევას უფრო მომზადებული შეხვდნენ.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს... 

- შეეხო მისი სულის უნაზეს სიმებს, აგრძნობინო უპირობო სიყვარული.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- გიორგი ტაბიძის „ცხოვრება მშვენიერია“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- სულიერ სიმშვიდეს და ფიზიკურ ჯანმრთელობას, დავინახო  ხვალინდელ დღეში დღევანდელ დღეზე ნათელი და მზიანი დღეები...


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება