TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვუსურვებთ, ოცნებები რეალობად ექციოთ“ - სკოლების დირექტორები აბიტურიენტებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ
12-07-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები აქტიურად მიმდინარეობს. აბიტურიენტებმა ქართულის, უცხო ენებისა და მათემატკის გამოცდა უკვე დაწერეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, საგამოცხო ციებ-ცხელება არ იკლებს. 

რასაკვირველია, აბიტურიენტებს მშობლიურ სკოლებში განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ. სკოლების დირექტორები etaloni.ge-ს ესაუბრნენ და კურსდამთავრებულებს, ცხოვრების გზაზე, უდიდესი წარმატება უსურვეს.

აზარ გეიდაროვი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისის საჯარო სკოლის დირექტორი:

„რასაკვირველია, აბიტურიენტებს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ. მთავარია, არ იღელვონ და მიზანს ნამდვილად მიაღწევენ. აპლიკანტი, რომელიც გამოცდისთვის მომზადებულია, ყველა საკითხს დაძლევს და სასურველ შედეგსაც მიიღებს“.

ანტეი ტერსენოვი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი:

„აბიტურიენტებს მთელი გულით ვუსურვებ, რომ ცხოვრებაში რა მიზნები და ოცნებებიც აქვთ, აიხდინონ. გარდა ამისა, ამ ეტაპზე, მათთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასურველ უნივერსიტეტსა და მიმართულებაზე ჩააბარონ. ამიტომაც, ჩემი უმთავრესი სურვილიც ეს იქნება - ვუსურვებ, რომ ოცნებები რეალობად ექციოთ“.

აშრაფ ტუკანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლის დირექტორი: 

„გამოცდებისთვის აბიტურიენტები დიდი ხნის განმავლობაში ემზადებიან ხოლმე. შესაბამისად, მათ ის ცოდნა აქვთ, რაც წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროთ. ჩემი სურვილი ერთია, ერთიანი ეროვნული გამოცდები ყველამ ჩააბაროს და წარმატებული ცხოვრება ჰქონდეთ“.

მაგამედალი კურბანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„ჩემი დიდი სურვილია, რომ თითოეული აბიტურიენტი სტუდენტი გახდეს და გამოსცადოს ის, რასაც სტუდენტური ცხოვრება ეწოდება. ამისთვის კი, აუცილებელია, რომ ეროვნული გამოცდები კარგად დაწერონ. მთავარია, არ ინერვიულონ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“.

ნატო დევნოზაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი:

„რა თქმა უნდა, თითოეულ აპლიკანტს წარმატებასა და პირველ რიგში, სურვილების ასრულებას ვუსურვებ. მინდა, რომ ბედნიერები და ლაღები იყვნენ. ამისთვის კი, ბევრი უნდა იშრომონ. 

ნასიბ ნასიბოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

„იმ ბავშვებს, რომლებიც ახლა აბიტურიენტები არიან, რასაკვირველია, მხოლოდ წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებ. მჯერა, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება