| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N72 საჯარო სკოლის აქტიური მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებაში და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ.
მათ შორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ მულტიკულტურულ ფესტივალში - „ჩვენი უბანი”, რომელიც კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე სკოლა ღირსეულად წარადგინეს და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი მისცეს.
„მადლობა გამგეობას! მადლობა ღონისძიებაში მონაწილე ჩვენი სკოლის წარმომადგენლებს, რომლებმაც გვასახელეს: ერთ-ერთ ორგანიზატორს - ნინო გიორგობიანს. Xე კლასის მოსწავლე ნინი გველებიანს (სარე) XIბ კლასის მოსწავლეებს: ერიკ კირაკოსიანს (კლავიში), პეტრე მატუშევსკის, ალინა სააკოვას, მარიანა სარქისიანს, მარია პასტუხს, აილა აბილოვას, ედგარ ოსიპოვს, მარიამ ეზიკიანს და ნორჩ მხატვრებს: ნ.რუხაძეს, ვ.პეტროსიანს, ე.ფაილოძეს, ნ.გვალიას, ნ.წოწინაშვილს, ნ.ჯირკველიშვილს, ე.ბრეგაძეს, ნ.მაყიშვილს და მათ პედაგოგებს! 72-ე სკოლა ვამაყობთ თქვენით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლე-მასწავლებელთა აქტიურობა და შემოქმედებითობა ახარებთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი