| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ინგლისური ენის მეორე სისიის გამოცდიდან აბიტურიენტებმა გამოსვლა უკვე დაიწყეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, გამოცდა რთული არ ყოფილა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 8 ივლისს გამოცდებზე 6-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა .
„დიდ ქალაქებს მეტი ბაღები და პარკები სჭირდებათ თუ არა, ეს იყო თეზისი. მოსაზრებას დავეთანხმე და დავწერე, რომ სჭირდება და ბევრი უნდა იყოს. მოსმენის ტექსტი ქალაქ ლისაბონზე იყო, ძალიან კარგად ისმოდა. მოსასმენში რაღაც ეკლესია ახსენეს, ასევე ვასკო და გამა. არ ყოფილა საკითხი, რომლის დაწერაც გამიჭირდა. ზუსტად ისეთივე სირთულის იყო, როგორიც წინა წლების ტესტები იყო. იურიდიულზე მინდა ჩაბარება და ორივე გამოცდით კმაყოფილი ვარ“.
„გამოცდა რთული არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, მარტივიც კი იყო. თემა დიდ ქალაქებზე და პარკების საჭიროებაზე იყო. მთელი წელი ვემზადებოდი და ინგლისური ისედაც კარგად ვიცი. ყველაფერი კარგად ისმოდა და სიმშვიდე იყო. ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი“.
„თემა გარემოსთან დაკავშირებით იყო, სკვერებისა და ეზოების გაშენება რომ აუცილებელია. ტექსტის გააზრება მონა ლიზაზე იყო და ძალიან მარტივი შეკითხვები ჰქონდა. მოსმენის დავალება კარგად ისმოდა - ხმამაღლა და მკაფიოდ. საბოლოო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველაფერი კარგად დავწერე“.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას