სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„კვარა“, ქოჩორა“, „მამარდა“... ეროვნულ გამოცდებზე - წელს აბიტურიენტების თილისმა ეროვნული ნაკრების მაისურია
04-07-2024
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტირებით გრძელდება. აბიტურიენტების ნაწილი კვლავაც ძალიან ღელავს, ნაწილი კი იქით ამშვიდებს მშობლებს, მეგობრებს თუ სხვა გამოსაცდელს. ცრურწმენები და სიმბოლოები კი ისევ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აბიტურიენტებში. მაგალითად, შეგვხვდნენ აპლიკანტები, რომლებმაც გადაწყვიტეს, ყველა გამოცდაზე ერთი და იგივე მაისური ჩაიცვან, წარმატების ერთგვარ სიმბოლოდ კი ზოგმა ნაკრების ფორმა აირჩია. გთავაზობთ, აბიტურიენტების საგამოცდო განწყობას:

„ყველაფერი კარგად იქნება - ამას ვუმეორებ ჩემს თავსაც და მშობლებსაც. არ მგონია, რამე ისეთი მოვიდეს, კარგად ვერ დავწერო. ზოგადად, ლიტერატურა ძალიან მიყვარს, ფილოლოგობა მინდა. გუშინ გავეცანი, რა საკითხებიც მოვიდა გამოცდაზე... ვფქირობ, რთული არ იყო. შედარებით მიჭირს პუნქტუაცია და იმედია, ტექსტის რედაქტირებისას, ბევრი ქულა არ დამაკლდება. სხვა არაფრის მეშინია. წარმატებები ყველას!“

„ძალიან კარგი განწყობა მაქვს, შემართებით ვარ. მგონია, რომ ყველაფერს კარგად დავწერ. რა თქმა უნდა, გუშინდელი თემები ვნახე და ვფიქრობ, კარგი საკითხებია. ვნახოთ, დღეს რა იქნება“;

„აუუ, ძალიან ვნერვიულობ. რა იქნება, წინასწარ არ ვიცი მაგრამ, სანამ არ დავჯდები და საკითხებს არ წავიკითხავ. ვერ დავმშვიდდები. იმედია, ისეთი საკითხები იქნება უარეს დღეში არ ჩავვარდები“;

სარეგისტრაციო ოთახთან ყავარჯნიანი აბიტურიენტიც შევნიშნეთ, რომელმაც გვითხრა რომ ფეხი 2 დღის წინ ფეხბურთის თამაშისას იტკინა, თუმცა ამ ფაქტს განწყობაზე და მოტივაციაზე არ უმოქმედია; 

„არ ვნერვიულობ, მთელი წელი ვემზადებოდი და მგონი, არ გამიჭირდება დაწერა. რედაქტირების მეშინია ცოტა, თუმცა, როგორც გუშინ თქვეს, მარტივი იყო და იმედია, დღესაც ასე იქნება… მთავარია, ყველაფერი გამახსენდეს წერის დროს და არ დავიბნე“;

„ასე მითხრეს, ერთიდაიგივე მაისურით მიდი გამოცდაზე იღბლიანი იქნებაო და უკეთესს რას ავარჩევდი“ - ცნობისთვის, აბიტურიენტს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური აცვია.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება