| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, კომპლექსურ დავალებებს ხშირად ასრულებენ.
მათ შორის, IV კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და მე და საზოგადოებაში დავალება - „მგელი და კრავი“ შეასრულეს. მოსწავლეებმა ახსნეს, რა არის იგავი და კრავისა და მგელის თვისებები განიხილეს.
კომპლექსური დავალების ფარგლებში, მათ მცირე ინსცენირებაც გამართეს, სადაც იგავი „მგელი და კრავი" არა მარტო განვითარებული მოვლენების მიხედვით, არამედ სამართლებრივ ჭრილშიც ვრცლად განიხილეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რომელ უფლებებს არღვევდა მგელი, განიხილეს, რა სამართლებრივი დატვირთვა ჰქონდა უფლებების შემლახველ მიმართვებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობა საინტერესო და შემეცნებითი იყო. მას მასწავლებლები ნესტან ცინცაძე და ნინო დიასამიძე უძღვებოდნენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას