სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა საფრთხეები იმალება ბავშვებისთვის მზიანი ამინდების მიღმა?
06-07-2024
-
+


ზაფხულის დადგომასთან ერთად, მშობლები იწყებენ ფიქრს, როგორ დაიცვან შვილები იმ საფრთხეებისგან, რაც ცხელ თვეებში ელოდებათ. ეს იქნება საშიში სათამაშო მოედნები, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, გაუწყლოება და ფეიერვერკი თუ სხვა. 

რასაკვირველია, ბავშვი მაშინ უფრო დაცული იქნება, როდესაც მშობლებს ეცოდინებათ, თუ რა შესაძლო რისკებთან მოუწევთ გამკლავება. ამიტომაც, საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია მოვიძიეთ და მკითხველს ვთავაზობთ.  

ბლოგი, რომელშიც ზაფხულში არსებულ საფრთხეებზე იყო საუბარი, შესაძლოა, ბავშვების უსაფრთხოების დასაცავად მშობლებისთვის ერთგვარ გზამკვლევად მივიჩნიოთ. როდესაც ადამიანები ინფორმაცია ფლობენ, დაუდევრობით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობაც ნაკლებია. 

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა? 

წყალთან დაკავშირებული საფრთხეები

ზაფხულს თან წყალთან დაკავშირებული აქტივობების მოზღვავება ახლავს. კერძოდ, აუზზე წვეულებებიდან დაწყებული, სანაპიროზე გასეირნებით დამთავრებული, რაც ავარიების რისკს ზრდის. 

დახრჩობა ბავშვების სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, განსაკუთრებით, მცირეწლოვანებში და უნებლიე დაზიანებების ტოპ 5 მიზეზს შორისაა.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მსგავსი შემთხვევები დღეში, დაახლოებით, 10 ხდება.  უმეტესობა 4 წლამდე ასაკის ბავშვებში და სახლის საცურაო აუზებში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა წყლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იზრუნონ. კერძოდ, ყურადღება არ მოადუნონ, შვილებს დამცავი აღჭურვილობა მისცენ და გაარკვიონ, თუ რამდენად უსაფრთხოა კონკრეტული საცურაო აუზი.

სიცხესთან დაკავშირებული დაავადებები

ზაფხულის აურზაურში ბავშვები და მოზარდები სიცხესთან დაკავშირებული პირობების, მათ შორის სითბური ინსულტის მიმართ უფრო დაუცველები ხდებიან. გარე აქტივობებში - სპორტულ შეჯიბრებებსა და თამაშებში მონაწილეობამ, მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება კრუნჩხვები, დაღლილობა და ინსულტი გამოიწვიოს.

ეს ხშირად ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა სისუსტე, თავბრუსხვევა, ღებინება ან ფიზიკური მუშაობის შეუძლებლობა. ესაა ყველა ნიშანი, რომელსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. 

ეს პრობლემები განსაკუთრებით გავრცელებულია საშუალო სკოლის მოსწავლეებში, რომლებიც საფრთხეებს ვერ აცნობიერებენ და რისკზე მიდიან. 

ამ სამწუხარო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, დარწმუნდით, რომ ცხელ დღეებში თქვენი შვილი ყოველთვის ბევრ წყალს სვამს და მათი სხეულის ტემპერატურა ძალიან მაღალი არ არის. 

სათამაშო მოედნის უსაფრთხოება

სათამაშო მოედნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აუცილებელია, რადგან ზაფხულის თვეებში ბავშვები იქ ბევრად უფრო დიდ დროს ატარებენ. 

უბედური შემთხვევებისა და დაზიანებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა სათამაშო მოედნის აღჭურვილობა რეგულარულად შეამოწმონ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ. 

სათამაშო მოედანზე დაზიანებებისგან თავის ასაცილებლად, მეთვალყურეობა მთავარი გზაა. ამიტომ ყოველთვის ყურადღებით იყვავით, როდესაც ბავშვი გარეთაა. 

ფეიერვერკი და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება

ფეიერვერკს შეუძლია ზაფხულის დღესასწაულებს ხალისი შეჰმატოს, მაგრამ მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ იმ პოტენციურ რისკებზე, რომლებიც ბავშვებს ემუქრებათ. ფეიერვერკი საშიშად ითვლება, რადგან დამწვრობა და სიბრმავე მისმა ნაპერწკლებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს. 

უფრო დიდი ფეიერვერკით გამოწვეული უბედური შემთხვევების დროს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ისეთ სერიოზულ დაზიანებებს, როგორიცაა თითების, ფეხის თითების და კიდურების დაკარგვა. ბავშვები ფეიერვერკით გამოწვეული დაზიანების მაღალი რისკის ქვეშ არიან, ამაზე საავადმყოფოებში მიმართვიანობაც მეტყველებს. 

შუშხუნები შეიძლება უვნებელი ჩანდეს, მაგრამ ისინი ტანსაცმელზე მალე ალდებიან, რაც მძიმე დამწვრობის მიზეზი ხდება.

ბავშვების მსგავსი საფრთხეებისგან დასაცავად, აუცილებელია, გაითვალისწინოთ, ფეიერვერკებისა და შუშხუნების გამოყენების ინსტრუქცია და შვილები მოარიდოთ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება