სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნინოწმინდის N1 სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში წარმატებით მონაწილეობდნენ 
14-06-2024
-
+


ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტსა და პროგრამაში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად,  eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში, განხორციელებულ პროექტში სკოლის მე-3 ბ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ მუსიკის მასწავლებლის - ანა კარსლიანის ხელმძღვანელობით. ასევე ჩართულნი იყვნენ ანა მოსკოვსკაია პოლონეთის დაწყებითი სკოლიდან და ეირინ ნტუსი საბერძნეთის დაწყებითი სკოლიდან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული პროექტის მიზანია აჩვენოს როგორ შეიძლება სიმღერები დაეხმაროს მოსწავლეს უცხო ენების - მაგალითად - ინგლისურის შესწავლაში. მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობდნენ უცხოელ მოსწავლეებთან ერთად და თვეში ერთხელ ინგლისურ ენაზე ასრულებდნენ სიმღერას. 

სკოლიდან, მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარადგინეს სამი სიმღერა -  Hello Song, Twinkle, Good Bye.

მოსწავლეები პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

„მათ ასევე ძალიან გაუხარდათ ახალი მეგობრების შეძენა საბერძნეთიდან და პოლონეთიდან“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტის ბოლოს ბავშვები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

eTwinning ევროპულ სკოლებს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო პროგრამაა.

პროექტის ფარგლებში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სკოლები და საბავშვო ბაღები თანამშრომლობენ, რაც ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ბავშვების, მასწავლებლების ცოდნის, უნარების გაზიარებასა და უცხო ენების უკეთ შესწავლას.

პროექტის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული წიგნი იხილეთ ბმულზე

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება