სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წარმატების საიდუმლო გასაღები თქვენს ხელშია“- აფხაზეთის N14 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
13-06-2024
-
+


 აფხაზეთის N14 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა დააფრთიანა. 

სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა. გაიმართა ღონისძიებაც, რომელიც, ბუნებრივია, რომ ემოციებით იყო დატვირთული. მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა უხაროდათ, თუმცა, ამავდროულად, მშობლიურ სკოლასთან განშორება უძნელდებოდათ. 

მათ საზეიმოდ მორთულ გარემოში სხვადასხვა ნომერი გამართეს, საყვარელ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას დაემშვიდობნენ. 

მათ სკოლის დირექტორი ნატო ესართია დიდი წარმატებას უსურვებს.

„გილოცავთ სკოლის დამთავრებას, გისურვებთ წარმატებულად გამოიყენოთ სკოლაში მიღებული ცოდნა ცხოვრებაში. იცოდეთ, თქვენი წარმატების საიდუმლო გასაღები თქვენს ხელშია. განამტკიცეთ ის ცოდნა, რასაც მომავალში მიიღებთ. იყავით ღირსეული, პატივსაცემი ადამიანები, ჩვენი ერის საკეთილდღეოდ. იყავით მისაბაძი ადამიანები. ჩემო კარგებო, ძალიან გვიყვარხართ და ყოველთვის თქვენს გვერდით გვიგულეთ თქვენი მშობლიური სკოლა“,- წერს სკოლის დირექტორი ნატო ესართია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება