სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N14 სკოლაში მერაბ ჯინჯოლიას სახელობის თასის მოსაპოვებლად საფეხბურთო ტურნირი გაიმართა 
13-06-2024
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლა, მოსწავლეთა გააქტიურებისა და მოტივირების მიზნით, სხვა სკოლებთან თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც არა ერთი ღონისძიება ეწყობა.

მათ შორის, აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში, მინი ფეხბურთში, სკოლებს შორის, ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა. მასში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათისა და ოქტომბრის საჯარო სკოლები, აფხაზეთის N1, აფხაზეთის N15 და აფხაზეთის N14 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ. 

აღნიშნული შეხვედრა აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის - მერაბ ჯინჯოლიას ხსოვნის უკვდავსაყოფად გაიმართა, ვისთვისაც სკოლა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

შეჯიბრს საფუძველი 2022 წლის მაისში ჩაეყარა. მისი მიზანი მოსწავლეთა ფიზიკური განვითარება, სპორტულ აქტივობებში დამოუკიდებლობის გამოვლენის ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, მოტივირება და თანატოლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაა. 

თამაში მერაბ ჯინჯოლიას სახელობის თასზე (გარდამავალი) გაიმართა. თითოეული სკოლა გამარჯვებისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა.

სპორტულ აქტივობას ყველა ასაკის ქომაგი ჰყავდა - მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და დასახლებაში მცხოვრები ადამიანები. დაძაბულ შეჯიბრში გამარჯვება აფხაზეთის N14 საჯარო სკოლამ მოიპოვა.

შეჯიბრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ესართია გვაწვდის. 

„თითოეული სკოლის მოსწავლემ, თამაშის დროს, გამოიჩინა მაღალი ზნეობრივი თვისებები და კულტურა. რის გამოც სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს და მათ სკოლის დირექტორებს ქალბატონ ლამზირა შონიას, ქალბატონ დარეჯან ჯონჯუას, ბატონებს თენგიზ ალმასიას, ბატონ დემურ კუკავას, ასეთი შესანიშნავი მოსწავლეების აღზრდისთვის.

სკოლის დირექცია ასევე მადლობას უხდის მაყურებლებს და თითოეული სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებს: ახალკახათის საჯარო სკოლა- გოდერძი სურმავას, ოქტომბრის საჯარო სკოლა- ჯანო ხუბუას და ქალბატონ ლია კახიანს, აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა - გელა თორდიას, აფხაზეთის N15 საჯარო სკოლა- ირაკლი თორდიას; აფხაზეთის N14 საჯარო სკოლა - რუსუდან შონიას და მსაჯს, სამართლიანი და სწორი მსაჯობისთვის - ვიტალი ჭოლარიას; აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის ექიმს - ქალბატონ მაგული(მეგი) ქობალიას, რომელიც იდგა ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

ბატონი მერაბ ჯინჯოლიას სახელობის თასი მისი მშობლიური სკოლიდან არ გასულა. გამარჯვებული გახდა აფხაზეთის N14 საჯარო სკოლა. მადლობა თითოეული სკოლის გუნდის წევრებს ასეთი საინტერესო და ლამაზი თამაშისათვის.

მადლობა, თითოეულ მონაწილე სკოლას თანამშრომლობისათვის“,- წერს სკოლის დირექტორი ნატო ესართია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება