| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს საჯარო სკოლასთან შერწმულ ჯაპიშაქრის სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართა.
ღონისძიებას, რომლის სახელწოდება გახლდათ „მშვიდობით არა, ნახვამდის“ შთამბეჭდავად წარიმართა. ღონისძიება პედაგოგების - მაია არჯევანიძისა და თეა კვირკველიას ხელმძღვანელობით ჩატარდა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ნაყოფიერი და წარმატებული ოთხი წელი შეაჯამეს.
აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან, სწორედ ამიტომ, ეს დღე ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ ასევე პირველ პედაგოგს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეს დღე დაუვიწყარი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...