| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს.
ისინი კლასის დამრიგებელს, პედაგოგებს და განვლილ ოთხ წელიწადს სიმღერით, ცეკვით და ლექსებით დაემშვიდობნენ. კლასის დამრიგებელმა მაია ჩილაშვილმა მოსწავლეებს წარმატება უსურვა და სიყვარულით გამოემშვიდობა.
სკოლის დირექტორმა - ნინო ფორჩხიძემ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა, მან ბავშვებსა და ღონისძიების ორგანიზატორებს - მაია ჩილაშვილს, მედეა ქაფიანიძეს, ლია გიგოლაშვილს, ლამაზი ღონისძიებისთვის, მადლობა გადაუხადა. მადლობა უძღვნა მშობლებსაც, მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.
ღონისძიებაზე მოსწავლეებს წარჩინებული სწავლისა და შემოქმედებითი უნარებისათვის სიგელები გადაეცათ.
„ეს დღე იყო დაუვიწყარი და ემოციური როგორც ბავშვებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე
სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები
„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას