| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის, ორბელის საჯარო სკოლის პროფესიონალი მასწავლებლები, მუდმივად იღვწიან, ადგილობრივმა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, იმავდროულად კი საკუთარ პროფესიულ განვითრებაზე მუდმივად ზრუნავენ, რისი დასტურიც გახლავთ სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებასა და პროექტში მათი წარმატებული მონაწილეობა.
ამჯერად, ორბელის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლის, ნინო ბურჯალიანის შესახებ გიამბობთ, რომელმაც 2024 წლის 1 ივნისს, PTAGe - საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებულ, საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა პირველ ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
უდავოდ საამაყოა, რომ ნინო ბურჯალიანი, როგორც საუკეთესო სასტენდო მომხსენებელი, შესაბამისი სერტიფიკატითა და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა.
„ვულოცავთ ნინო მასწავლებელს ამ დიდ წარმატებას და მომავალშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებთ. ჩვენ ვამაყობთ თქვენით, ნინო მასწავლებელო!“,- ასე გამოეხმაურა ორბელის სასკოლო საზოგადოება ფიზიკის პედაგოგის წარმატებას.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას