| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა
„26 მაისი! არის დღე, რომელიც თავს უყრის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპს. დაე, გვეცხოვროს დამოუკიდებელ, თავისუფალ, ერთიან საქართველოში! ეს დღე ჩვენია! გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ საქართველოს!“ ,-ერთხმად აღნიშნეს მოსწავლე-მასწავლებლებმა და ამ სულისკვეთებით განმსჭვალულებმა ეს დღე ერთად იზეიმეს.
მოსწავლეებმა ისტორიულ ლაბირინთებში იმოგზაურეს - გაიხსენებს ეროვნული გმირები, პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირულთა ხსოვნას და აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სუვერენიტეტი.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება
მე-12 კლასელებთან დაკავშირებით ცვლილებაა - უმაღლესი განათლების შესახებ მინისტრმა დეტალებზე ისაუბრა
ბაღებში 21 ათასი აღსაზრდელით ნაკლებია - ყველაზე მეტი ბავშვი თბილისს მოაკლდა - ბოლო 3 წლის სტატისტიკა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ
მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება