| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან.
ისინი 26 მაისს, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში, შუახევის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და წარმატებას მიაღწიეს.
კერძოდ, დიეგო ხუჯაძემ მაგიდის ჩოგბურთში I ადგილი დაიკავა, შედეგად კი თასი, მედალი და სიგელი დაიმსახურა. გიორგი აბუსელიძე ასევე მაგიდის ჩოგბურთში II ადგილზე გავიდა და თასი, მედალი და სიგელი მოიპოვა. ბადმინტონში კი ლიზი ხუჯაძემ III ადგილი დაიკავა, შედეგად კი, მედალი და სიგელი დაიმსახურა.
სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ.
„გულითადად ვულოცავთ მიღწეულ წარმატებებს მოსწავლეებს, მათ მშობლებს და სპორტის მასწავლებელ ჯემალ დიასამიძეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია
„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ღონისძიების გაფორმებაზე თავად მოსწავლეებმა იზრუნეს - საკუთარი ხელით შექმნეს საშემოდგომო დეკორაციები და სკოლაში საოცარი განწყობა დაატრიალეს
სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდო საზეიმოდ გადასცეს და ბავშვებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას