| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში არაფორმალური განათლების ფარგლებში, პროექტი - „ჩემი ორიგინალური პური“ განხორციელდა. მის მიმდინარეობაში მე-8, მე-9, მე-10 კლასების მოსწავლეები, პედაგოგების - გამიდა სადიკოვას, გიუნაშ გუსეინოვასა და ნუბარ ბაირამოვას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ მზადდება ნატურალური საფუარი, როგორ კეთდება ცომი და რა ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს ამ დროს.
გარდა ამისა, ისინი მაღაზიებს ესტუმრნენ და ნახეს, თუ როგორი პური იყიდება გარდაბანში. აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და იხალისეს.
„მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ მზადდება უსაფუაროდ და საფუარით პური, გაიგეს, ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის პურის შესახებ და თავიანთი ორიგინალური პური მოამზადეს. შემდეგ კი რეცეპტები ერთმანეთს გაუზიარეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა