| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან, მათ თავისუფლების მნიშვნელობას ასწავლიან და სამშობლოს სიყვარულს უღვივებენ.
სწორედ ამ მოტივით, სკოლაში საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღები განსაკუთრებით აღინიშნება, დამოუკიდებლობის დღე დიდი ასოებითაა ჩვენი ქვეყნის მატეანეში ჩაწერილი.
„9 აპრილი და 26 მაისი, ეს ორი რიცხვი საქართველოს ისტორიას დარჩა, როგორც თავისუფლებისათვის ბრძოლის დღე“, - ამ მოტივით იზეიმეს სკოლაში 26 მაისი.
ინგლისური ენის პედაგოგების - ეკატერინე ორბელაძის და სალომე კაკაურიძის ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტი - „თავისუფლება ლომთა ხვედრია!“ შთამბეჭდავად წარიმართა. მე-5 კლასის მოსწავლეები ქართულ და ინგლისურ ენებზე ესაუბრნენ დამსწრე საზოგადოებას ამ უმნიშვნელოვანეს თარიღზე.
მოსწავლეებმა გაიხსენეს საქართველოს ისტორია, იმოგზაურეს წარსულში, ისაუბრეს ქართველი ხალხის უშრეტ მისწრაფებაზე დამოუკიდებლობისკენ და დიდ გამარჯვებაზე, გამარჯვებაზე, რომელსაც ერი, ყოველი წლის 26 მაისს ზეიმობს.
9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონებების დღეა. დღე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა, როგორც ტრაგედიის და იმავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 9 აპრილი ტკივილის, სიამაყისა და გამარჯვების დღეა - ეს ნამდვილად იყო საოცარი თავდადება, ბრძოლა მომავლისთვისა და მომავალი თავისუფლებისთვის.
1921 წელს ქვეყნის გასაბჭოებით დაკარგული დამოუკიდებლობა 1989 წლის ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ აღდგა. სისხლით მოპოვებული თავისუფლების შესახებ სასიხარულო ამბავი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა პარლამენტის სასახლის ტრიბუნიდან გამოაცხადა.
1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
ამ მოვლენებთან დაკავშირებით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება ემოციური სიტყვით დაასრულეს და პატივი მიაგეს ყველა იმ ეროვნულ გმირს, რომელტა წყალობით საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
„არიან ისეთი ბრწყინვალე დღეები, რომლებიც განსაკუთრებულის ასოებით უნდა აღნიშნონ დემოკრატიის ისტორიაში“, - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე, ამიტომაც უნდა ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და გამოვხატავდეთ მადლიერებას იმ ადამიანთა მიმართ ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში თითო აგური ჩადო“, - აღნიშნავდნენ მე-5 კლასის მოსწავლეები, ქართულად და ინგლისურად.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მეტ ხიბლს სძენდა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი სკოლის გოგო-ბიჭები.
„სწორედ წიგნიერი, გონიერი, განათლებული, მადლიერი თაობა არის მომავალი საქართველო! დიდი მადლობა ეკატერინე, სალომე კაკაურიძეს, მოსწავლეებს პროექტის საუკეთესოდ განხორციელებისათვის!“, - ამ სიტყვებით სასკოლო საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილეებსა და ხელმძღვანელებს შთამბეჭდავი ინიციატივისთვის.
იხილეთ ფოტოები და ადგილობრივი ტელევიზიის რეპორტაჟი:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას