სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რომლებია მსოფლიოში უძველესი სკოლები და სად მდებარეობს ისინი?
01-06-2024
-
+


სამყაროში არაფორმალური სკოლები, სადაც ადამიანები განათლებას იღებდნენ, უძველესი დროიდან არსებობდა, ამიტომაც ძნელია იმის დადგენა, თუ რომელი სკოლა იყო პირველი და რომელს აქვს ყველაზე დიდი ისტორია. 

მიუხედავად ამისა, რიგი სკოლების შესახებ საკმაო დოკუმენტური მასალა არსებობს, რაც მათი დაარსების თაობაზე ინფორმაცია გვაწვდის და ისინი მსოფლიოში უძველეს საგანმანათლებლო დაწესებულებებად მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ქვემოთ მოცემული სიიდან პირველი ნომრის გარდა, ყველა სკოლა ევროპის კონტინენტზეა. უმეტესობა კი ინგლისში. ასევე საყურადღებო ფაქტია ისიც, რომ ეს სკოლები დაარსების დღიდან, დღემდე უწყვეტად, ისევ თავდაპირველ ადგილას ფუნქციონირებენ. მათ შესახებ ინფორმაცია მოვიძიეთ და მკითხველს მსოფლიოში უძველეს 8 სკოლაზე გიამბობთ.

8. Sherborne School 705 წელს, ინგლისში, საკათედრო სკოლად დაარსდა, იქ სასწავლებლად 13-18 წლის ბიჭებს იღებდნენ. 

ვესექსის მეფემ შერბორნის ეპისკოპოს ალდჰელმს უბრძანა, რომ ქალაქში საკათედრო ტაძარი და სასულიერო პირების კოლეჯი დაეარსებინა, რათა ვინჩესტერისგან ზეწოლა შემცირებულიყო. ეს არის ინგლისის რამდენიმე ძველი სკოლიდან ერთ-ერთი, რომელიც ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს. გასაოცარია, რომ შერბორნის სკოლა ჯერ კიდევ თავდაპირველ ადგილას რჩება და მუშოაბს, როგორც ვაჟთა სკოლა-ინტერნატი. 


7. Beverley Grammar School - ეს სკოლაც ინგლისში 700 წელს დაარსდა, იქ 11-16 წლის ბიჭები სწავლობდნენ.

ბევრი სკოლის მსგავსად, ბევერლის გრამატიკის სკოლის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. თავად სკოლაში თვლიან, რომ ის 700 წელს დაარსდა მაშინ, როდესაც Beverley Minster გაიხსნა. ამ თარიღზე დაყრდნობით, Beverley Grammar School აცხადებს, რომ ის ინგლისში უძველესი სახელმწიფო სკოლაა (საჯარო სკოლა). მიუხედავად იმისა, რომ Beverley Grammar School არის სახელმწიფო სკოლა და კარგად ჩამოყალიბებული სასწავლო გეგმა აქვს, 2002 წლიდან სკოლა ინჟინერიის კლასებშია სპეციალიზირებული. 


6. Royal Grammar School Worcester 685 წელს, ასევე ინგლისში დაარსდა, ის დამოუკიდებელი, კერძო სკოლა იყო და ორივე სქესის 18 წლამდე ახალგაზრდებს იღებდა. 

აღნიშნული სკოლის ისტორია, დაახლოებით 685 წელს იწყება, როდესაც ეპისკოპოსმა ბოსელმა ვორესტერში საერო სამონასტრო სკოლა დააარსა. სამეფო გრამატიკის სკოლის - Worcester-ის პირველი წერილობითი ჩანაწერი 1265 წლით თარიღდება, როდესაც ვორესტერის ეპისკოპოსმა სკოლაში მასწავლებლად ოთხი კაპელანი დანიშნა. 1561 წელს სამეფო გრამატიკის სკოლამ თავისი პირველი სამეფო ქარტია მიიღო, რამაც სკოლას მუდმივი მმართველი ორგანოს ჩამოყალიბების შესაძლებლობა მისცა. მე-19 საუკუნის ბოლოს, სამეფო გრამატიკის სკოლა მისი თავდაპირველი მდებარეობიდან, წმინდა სვიტუნის ეკლესიის უკან გადაიტანეს.



5. Thetford Grammar School ასევე ინგლისში მდებარეობს. 

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არავინ იცის, როდის დაარსდა ის, თავად სკოლაში ამტკიცებენ, რომ 631 წლიდან ფუნქციონირებს. ის, სავარაუდოდ, ზიგბერტმა, აღმოსავლეთის კუთხეების მეფემ გახსნა სკოლა. Thetford Grammar School-ის არსებობის ყველაზე ადრეული დოკუმენტირებული ცნობა მხოლოდ 1114 წლით თარიღდება. Thetford Grammar School-ის უძველესი ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც „ძველი სკოლა“, 300 წლის განმავლობაში არსებობდა, შემდეგ კი სხვა შენობებიც დაემატა. 



4. St Peter’s School - ეს დამოუკიდებელი (კერძო) სკოლა 627 წელს ინგლისში გაიხსნა.

წმინდა პეტრეს სკოლა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების რიგშია, რომლებიც რამდენიმე საუკუნეა, რაც ფუნქციონირებს. ის 627 წელს, წმინდა პაულინუს იორკელმა დაარსა. ამ სიაში წარმოდგენილი ინგლისური სკოლების უმეტესობის მსგავსად, წმინდა პეტრეს სკოლაც დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ვაჟთა სასწავლებელი იყო. 


 3. King’s Rochester - 604 წელს ინგლისში დაარსებული სკოლაა. 

ის როგით მეორე უძველესი უწყვეტად მოქმედი სკოლა ინგლისში და 604 წელს, კენტერბერის მეფის სკოლის გახსნიდან რამდენიმე წლის შემდეგ, დაარსდა. სკოლა როჩესტერის საკათედრო ტაძრის პარალელურად დაარსდა. ის იმ ტერიტორიაზე რჩება, სადაც თავდაპირველად ფუნქციონირებდა.  კინგს როჩესტერი კვლავ საკათედრო სკოლაა და როჩესტერის დეკანი ემსახურება.


2. The King’s School Canterbury - ეს დამოუკიდებელი (კერძო) სკოლა 597 წელს ინგლისში დაარსდა. 

ის წმინდა ავგუსტინეს ინგლისში ჩასვლიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ გაიხსნა. ითვლება, რომ ეს ევროპაში უძველესი სკოლაა. ბევრი რამ არ არის ცნობილი The King's School Canterbury-ის ადრეული ისტორიის შესახებ, მაგრამ არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ სკოლა შუა საუკუნეებში კენტერბერის ტაძრის ნაწილად მიიჩნეოდა. მე-16 საუკუნიდან დაწყებული, მეფის სკოლის ისტორია უფრო კარგად არის დოკუმენტირებული. მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მეფის სკოლა კენტერბერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკოლა ინგლისში. 


1. Shishi High School - ეს საშუალო სკოლა 141 -143 წლებში ჩინეთში დაარსდა.

იქ 15-18 წლის ახალგაზრდებს იღებდნენ. ის აშენებულია პირველი ჩინური სკოლის ადგილზე, რომელიც ჰანის დინასტიის დროს დაარსდა. თავდაპირველი სკოლა ხანძრის შედეგად დაიწვა და 194 წელს აღადგინეს. მას შემდეგ ადგილზე ყოველთვის არსებობდა სკოლა. Shishi High School თანამედროვე სკოლად იქცა 1902 წელს და ორი წლის შემდეგ, საშუალო სკოლა გახდა. აღსანიშნავია, რომ ის დღეს ძალიან პრესტიჟული სკოლაა და იქ მოხვედრა არც ისე მარტივია. 



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლის ადმინისტრაციის საყურადღებოდ

ცნობილია, რამდენ აპლიკანტს დაემატება დრო გამოცდებზე - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ჩვენ შეგვეძლო არც არაფერი შეგვეცვალა, ბიუჯეტი 200 მილიონს დაზოგავდა წელიწადში და დაგვეტოვებინა ეს სისტემა

დღეიდან უკვე შეგიძლიათ დაემატოთ Etaloni.ge-ს ოფიციალურ არხს 

პიროვნება

მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი წარმატება მისი მოსწალეების წარმატებაა

ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები

არდა ამისა, ისინი მარტვილის კანიონზე იმყოფებოდნენ და ნავებით გაისეირნეს

გარდა ამისა, მათ აწ უკვე გასულ სასწავლო წელზე ისაუბრეს და შეაჯამეს

საინტერესო
ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დამხმარე როლს შეასრულებს თუ პედაგოგების ადგილს დაიკავებს - ესაა საკითხი, რომლის გარშემოც აზრთა სხვადასხვაობაა

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

მათ შესახებ ინფორმაცია მოვიძიეთ და მსოფლიოში უძველეს 8 სკოლაზე გიამბობთ

სიახლეები
საზოგადოება