სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სასკოლო ცხოვრების შთამბეჭდავი დაგვირგვინება და საზეიმო „ბოლო ზარი“ კერძო სკოლა „ცოდნაში“ 
27-05-2024
-
+


კერძო სკოლა „ცოდნადან“ მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

ახალგაზრდები კი სევდანარევი სიხარულით დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას, საყვარელ მასწავლებლებს, თანაკლასელებს, ძვირფას წლებს და უდარდელ ბავშვობას, მათთვის სკოლის ბოლო ზარი, ახალი ცხოვრების დასაწყისისთვის გაისმა. 

კერძო სკოლა „ცოდნაში“, „ბოლო ზარის“ ღონისძიება განსაკუთრებულად ლამაზი, ფერადი და ემოციური იყო. 

ეზოს ულამაზესი მორთულობა, თეთრი პერანგები ფერად-ფერადი წარწერებითა და ნახატებით, მოსწავლეთა საზეიმო წარდგენა, სახალისო ნომინაციები, მასწავლებელთა დაჯილდოება, მოგონებების გაცოცხლება, იუმორისტული, მუსიკალური ნომრები, სკოლის დირექტორის, ნაზი ნადირაძისა და კლასის დამრიგებლის, ლია ბაზაძის მადლიერების გამომხატველი სიტყვები თავიანთი აღსაზრდელებისა და მშობლების მიმართ. 

„ეს დღე ხომ დაუვიწყარია ადამიანის ცხოვრებაში - დიდი სიხარულით, ბედნიერებით, ზღვა ემოციით, სევდანარევი ღიმილით სავსე და ასევე დიდი იმედებით, მომავლის რწმენით, ბედნიერი სტუდენტობის მოლოდინით შთაგონებული“, -  დირექტორის ამ სიტყვების ფონზე დატოვეს ახალგაზრდებმა სკოლა, ჩახურეს თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვანი თავი და შეუდგნენ გზას, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და წარმატებული მომავლისკენ მიმავალს. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება