სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

12-წლიანი სასკოლო ცხოვრების გრანდიოზული დაგვირგვინება და საზემო „ბოლო ზარი“ ნახშირღელის საჯარო სკოლაში
27-05-2024
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის „ბოლო ზარი“ შვიდი მე-12 კლასელისთვის საზეიმოდ დაირეკა. 

სასკოლო ცხოვრების დასასრული, დაუვიწყარი 12 წელი და გამომშვიდობება მშობლიურ სკოლასთან, საყვარელ მასწავლებლებთან და უმცროს მეგობრებთან - ემოციებით სავსე დღე, რომელიც სამუდამოდ დაილექება ახალგაზრდების მეხსიერებაში. 

წელს, სკოლა 6-მა ვაჟმა და 1-მა გოგონამ დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის ბოლო გაკვეთილი ჩაატარეს დაწყებითი კლასის მასწავლებელმა: ირინე არჩვაძემ და XII კლასის დამრიგებელმა გუგული ხუჯაძემ. 

პედაგოგებმა ახალგაზრდებს მიულოცეს სკოლის დამთავრება და ბედნიერი მომავალი უსურვეს ცხოვრების ახალ გზაზე. 

აღსანიშნავია, რომ იმავე საღამოს გაიმართა გამოსაშვები წვეულება. მოსწავლეები და მასწავლებლები სიყვარულითა და კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება