სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო პატრიოტული ღონისძიება ზანის საჯარო სკოლაში 
24-05-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში ღირსეული და პატრიოტი ახალი თაობის აღზრდაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

ამჯერად, იქ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, სადაც შესავალი სიტყვით საზოგადოების წინაშე ისტორიის მასწავლებლები წარდგნენ.

მოსწავლეებმა კი დედა-სამშობლო ლექსებითა და მხატვრული გამონათქვამებით შეამკეს. გარდა ამისა, მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა ნათელ და მარადიულ  ხსოვნას.

„მთელ ქვეყანას უნდა გავაგონოთ, რომ  ჩვენ სულ გვეყვარები. ვამაყობთ და მარად მადლიერნი და ამაყი ვიქნებით ამ მემკვიდრეობის. შენი დღეგრძელობისა იყოს, ჩემო სამშობლოვ“,- სწორედ ეს გზავნილები გაჟღერდა ღონისძიებაზე. 

აქტივობებში სკოლის დირექტორის მ/შ - რომანი კვაშილავა და საქმისმწარმოებელი რიმა გაწერელიაც ჩაერთნენ. 

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: 

ბმული1, ბმული2 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება