სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N9 სკოლის მე-5 კლასელები უფროს მეგობრებთან ერთად თოჯინების თეატრს სტუმრობდნენ
22-05-2024
-
+


ბათუმის N9 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო, შემეცნებით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!” საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს. 

„იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა?!” ყველა მოსწავლის უსაყვარლესი ნაწარმოებია. პედაგოგს მისი სწავლებისას ბევრი საინტერესო აქტივობის გამოყენება შეუძლია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ნაწარმოების შესწავლის შემდეგ, პროექტის - „სტუდენტები მოსწავლეებისთვის“ ფარგლებში, V დ კლასელები თავიანთ უფროს მეგობრებთან ერთად, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ თეატრს ესტუმრნენ.

ისინი დაესწრნენ სპექტაკლს, მეორე დღეს კი მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს ლიტერატურულ კლუბ „პარადისოს“ შეხვედრაზე.

მათ გააკეთეს პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კარგადაა ასახული სპექტაკლში, ნაწარმოებთან შედარებით, მოქმედი გმირების ხასიათი, გარეგნობა, მოქმედება და დიალოგები. მათ, ასევე ისაუბრეს იმის შესახებ თუ რომელი პერსონაჟები უფრო მოეწონათ – ნაწარმოების თუ სპექტაკლის და რატომ, დაასახელეს მთავარი გაკვეთილი, რომელიც ნაწარმოებიდან გამოიტანეს, ისაუბრეს მსგავსება-განსხვავებაზე, ერთი მხრივ, სპექტაკლსა და, მეორე მხრივ, ნაწარმოებში ასახულ კონფლიქტს შორის.

„მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ ის, რომ შედარების საშუალება მიეცათ და სხვადასხვა კუთხიდან დაინახეს მათთვის საყვარელი ნაწარმოები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს საჭირო უნარებს სძენს და მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება