| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრებები დღეიდან 13 მაისიდან განახლდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით უქმე დღეების გამოცხადების გამო გასაუბრების თარიღმა გაკვერული მუნიციპალიტეტებისთვის 13 მაისამდე გადაიწია.
კერძოდ: თბილისში 2024 წლის 8 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს, ხოლო 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად 2024 წლის 14 მაისს. ქუთაისში 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს. ონში 2024 წლის 10 მაისის ნაცვლად ჩატარდება 2024 წლის 13 მაისს.
გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია აქ.
გაცნობებთ, რომ გასაუბრების კომისიების მიერ განისაზღვრა კონკურსში მონაწილე დირექტორობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ხელმისაწვდომია ბმულზე.
გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის კანდიდატებს, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპი – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%). ასევე, იმ პირებს, რომელთაც აქვთ საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი და დადგენილ ვადებში დარეგისტრირდნენ საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას