სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მეცნიერებათა მეფე - მათემატიკა და ჩვენ“ -  საინტერესო ინტელექტუალური ღონისძიება მელაურის საჯარო სკოლაში
07-05-2024
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში როგორც მისწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტუკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

28 მარტს, მელაურის საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკურ-ინტელექტუალური ღონისძიება - „მეცნიერებათა მეფე- მათემატიკა და ჩვენ“.

კონკურსში სამ ჯგუფად დაყოფილი მე-8, მე-9,მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ვიქტორინა-კონკურსი სამ ტურად ჩატარდა, პირველ ტურში მოსწავლეები Vlll-lX-X-Xl კლასის პროგრამის შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ კითხვებს პასუხობდნენ წერილობით, მეორე ტურში კაპიტნები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს (ზეპირად), მესამე ტურში შედარებით რთულ ამოცანებს ხსნიდნენ გუნდურად.

ღონისძიების ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - „ალგებროსი“, გამარჯვებული კაპიტანი -ელენე ფოფხაძე და ყველაზე აქტიური მონაწილე - თემურ ახობაძე.

ღონისძიება გაჯერებული იყო ნაციონალური ცეკვებითა და სიმღერებით (ხალხური საკრავების თანხლებით).

კონკურსის ბოლოს გამარჯვებული გუნდის წევრები და გამორჩეული მონაწილეები სკოლის დირექციამ და ღონისძიების ხელმძღვანელმა - ხათუნა ნიკურაძემ დაასაჩუქრა წიგნებით. ღონისძიება ადგილზე გააშუქა „სამტრედიის მაცნეს“ რედაქტორმა ლევან გაბეჩავამ.

„ორსაათიანი ღონისძიებით ბრწყინვალედ წარმოჩნდა იმ უდიდესი შრომის შედეგი, რაც ამ აქტივობის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის გასწია სკოლის მათემატიკის წამყვანმა მასწავლებელმა - ხათუნა ნიკურაძემ. ქალბატონმა ხათუნამ სამადლობელი არ დაიშურა თანადგომისთვის სკოლის ადმინისტრაციის, კოლეგების, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისადმი. ხათუნა მასწავლებელს მადლობა სკოლის დირექტორმაც გადაუხადა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიების ბოლოს წარმატებული მოსწავლეები და ღონისძიებაში გამარჯვებულები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება