სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო ღონისძიებებითა და აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი ზვარეს საჯარო სკოლაში
07-05-2024
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამ მხრივ, დატვირთული იყო აპრილის თვეც. კერძოდ, 3 აპრილის სკოლაში ევროპელი ავტორების დღესთან დაკავშირებით, აქტივობა მოეწყო. პატარებმა ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიუძღვნეს ეს დღე. მათ მოამზადეს საინტერესო პრეზენტაცია დიდი საბავშვო მწერლის შესახებ, იცეკვეს და იმღერეს პეპი გრძელ წინდას სიმღერები. ასევე „პეპი გრძელ წინდას“ მონაკვეთებიც წაიკითხეს.

შემდეგ სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. უფროსკლასელებმა გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები, დაღუპული გმირები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში პრეზენტაცია აუტიზმის შესახებ ჩატარდა. სკოლის მასწავლებელმა მაყურებელს აუტიზმის შესახებ საინტერესო ცნობები მიაწოდა. აქტივობებში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. 

22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. მესამე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, მათ უკვე იციან ბუნების დაცვის მნიშვნელობა, უფროსკლასელებმა კი ვიდეო-რგოლი ჩაწერეს.

მოგვიანებით, სასკოლო საზოგადოებამ დედაენის დღე აღნიშნა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეასხეს ხოტბა „ხმათა ხავერების და ღმერთების ენას“. მათ იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და იცეკვეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოალში ინტელექტუალური კონკურსი - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. მასში VI-VIII და IX-XII კლასების გუნდები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა შეკითხვებს უპასუხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე:

ვიდეო

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება