სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შენ ყოველთვის გაქვს არჩევანი“ - პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კამპანიას ეკოაქტივობებით შეუერთდნენ
07-05-2024
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

ამჯერად, „ინგლისურისა და მდგრადი განვითარების კლუბის“ წევრმა მოსწავლეებმა მოიძიეს და დაასურათეს ბიოეკონომიკასთან დაკავშირებული ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ეკოჩანთები, კომპოსტირებადი და ბიოდეგრადირებადი პარკები, შალის ტანსაცმელი, ხისგან დამზადებული ნივთები, ორგანული საკვები და სხვა. 

ისინი აქტივობაში პედაგოგი და კლუბის ხელმძღვანელის - თამარ იობიძის თაოსნობით ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ ბიოეკონომიკა ნიშნავს ხმელეთის და ზღვის განახლებადი ბიოლოგიური რესურსების გამოყენებას. სკოლა კი „გლობალური ქმედებების დღეებს“ შეუერთდა. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათ ქმედებებს მოაქვს ცვლილება და ბიოლოგიური რესურსების გამოყენებით, კლიმატმეგობრულები იქნებიან.  
 
„ჩაანაცვლე პოლიეთილენის პარკი ნაჭრის ჩანთით, ქაღალდის ჩანთით ან ბიოდეგრადირებადი პარკით! პლასტმასის ნივთების ნაცვლად გამოიყენე დაწნული ან ხისგან დამზადებული ნივთები! ხელოვნური პოლიესტერისგან ან ნეილონისგან დამზადებული ტანსაცმლის ნაცვლად ჩაიცვი ბუნებრივი ბამბისგან ან შალისგან დამზადებული ქსოვილი! შენ ყოველთვის გაქვს არჩევანი“,- ასეთი იყო მოსწავლეთა მოწოდებები. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება